შოთა უტიაშვილი არ ადასტურებს, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი არ ადასტურებს, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

ვრცლად»

სასულიერო პირების ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. როგორც  გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონმა კირიონმა განაცხადა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, თუმცა მომლოცველებს მონასტერ უდაბნოს ტერიტორიაზე ამჯერად ქართველი მესაზღვრეები არ უშვებენ.

ვრცლად»

პრეზიდენტი 26 მაისს პატიმრებს შეიწყალებს

პატიმრების შეწყალება 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებითაც იგეგმება.
კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალების კომისია სიის განხილვას, რომელიც 105 პატიმრის განცხადებას მოიცავს,  20 მაისს დაასრულებს და პრეზიდენტს რეკომენდაციებს გადასცემს.

ვრცლად»

გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი შეთანხმდნენ, რომ დავით გარეჯის პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას მხარეეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო ქართული კულტურული ძეგლის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის საკითხს, რომელიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების პატრულირების მარშრუტის გადანაცვლებამ წამოჭრა.

ვრცლად»

მიხეილ სააკაშვილი - საქართველომ მესამე გზა აჩვენა

"საქართველო წარმატებულია მენტალურად, ეკონომიკურად, ტრანსფორმირებული ვიზუალურად _ ის რეგიონში კაშკაშა მაგალითად იქცა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და იმ როლზე ისაუბრა, რომელიც მას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში გააჩნია.
"საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა მას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისაა კარიბჭე ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის. ის წარმოადგენს დიდ სატრანზიტო მარშრუტს ცენტრალური აზიიდან, ჩრდილოეთ ჩინეთიდან და ავღანეთიდან ევროპისკენ. მიუხედავად შეცდომებისა, რაც შეიძლება დავუშვით, ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა მმართველობის ახალი, ალტერნატიული ნიმუში პოსტსაბჭოთა სივრცეში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვრცლად»

მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს

საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო საზოგადოებას წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა , მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვლისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა არც თუ დიდი ხნის წინანდელი ისტორია გაიხსენა, როცა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რამაც ქვეყანა ახლა "მნიშვნელოვან ნიშნულამდე" მიიყვანა.

ვრცლად»

მიხეილ სააკაშვილი - მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა

მე ჯერ ისევ პოპულარული პრეზიდენტი ვარ, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო საპატიოა, ვიდრე ჩემი პიროვნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უნივერსიტეტში პრეზიდენტმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მთავრობის მმართველობის სტილზე ისაუბრა.

ვრცლად»

მიხეილ სააკაშვილი - როცა საუბრობენ იმაზე, თუ სადაა ჩემი ქვეყანა, მე ჩვენი დამპყრობლის სიტყვებს ვიხსენებ

როცა საუბრობენ იმაზე, თუ სადაა ჩემი ქვეყანა, მე ისევ ჩვენი დამპყრობლის სიტყვებს ვიხსენებ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში, პრისტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვლისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ სურს მოახდინოს ქართული პოლიციის რეფორმის იმიტირება, მაგრამ როგორც ქვეყანას, ეს არ შეუძლია.

ვრცლად»